a. საკონსულტაციო ასამბლეის რეკომენდაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ევროპის საბჭოს მიზნის მიღწევისათვის საჭირო ზომებს, კონკრეტულ საკითხებზე კონვენციათა და შეთანხმებათა დადების და მთავრობათა საერთო პოლიტიკის მიღების ჩათვლით. მისი გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება წევრებს გენერალური მდივნის მეშვეობით.

b. შესაბამის შემთხვევებში კომიტეტის გადაწყვეტილებებს შეიძლება მიეცეთ სახელმწიფოების მთავრობებისათვის რეკომენდაციების ხასიათი და კომიტეტს უფლება აქვს მოსთხოვოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, შეატყობინონ მას იმ ზომების შესახებ, რომლებიც ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაატარეს.