i. მე-15 მუხლის „a“ პუნქტის რეკომენდაციებს;
ii. მე-19 მუხლის საკითხებს;
iii. 21-ე მუხლის „a.i“ და „b“ პუნქტების საკითხებს;
iv. 33-ე მუხლის საკითხებს;
v. 1-ლი მუხლის „d“ პუნქტში, მე-7, მე-15, მე-20 და 22-ე მუხლებში შესწორებების შემტან რეკომენდაციებს;
vi. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელზეც კომიტეტი ქვემოთ მოცემული „d“ პუნქტზე რეზოლუციის თანახმად გადაწყვეტს, რომ ექვემდებარება ერთხმად მიღებას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს ხმის მიმცემთა ერთსულოვან მხარდაჭერას, და კომიტეტში წარმოდგენილ წარმომადგენელთა ხმათა უბრალო უმრავლესობას.
b. პროცედურული წესებიდან ან ფინანსური და ადმინისტრაციული ნორმებიდან წარმოშობილი საკითხები შეიძლება გადაწყდეს კომიტეტში წარდგენილი ყველა წარმომადგენლის ხმების უბრალო უმრავლესობით.
c. კომიტეტის მიერ მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად გაკეთებული რეზოლუციები საჭიროებენ კომიტეტში წარდგენილი ყველა წარმომადგენელის ხმათა ორ მესამედს.
d. კომიტეტის ყველა სხვა რეზოლუცია, ბიუჯეტის მიღების, პროცედურული წესებისა და ფინანსური და ადმინისტრაციული ნორმების, ამ წესდების მუხლებში შესწორებების შემტანი რეკომენდაციების, გარდა ზემოთ მოცემულ „a. v“ პუნქტში ჩამოთვლილისა, და გაურკვევლობის შემთხვევაში, თუ რომელი პუნქტი უნდა იქნეს გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, საჭიროებს ხმის მიმცემთა ორ მესამედს და კომიტეტში წარმოდგენილ წარმომადგენელთა ხმათა უბრალო უმრავლესობა