a.
საკონსულტაციო ასამბლეა შედგება თითოეულ წევრთა წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ქვეყნის პარლამენტი პარლამენტის წევრებიდან, ან ნიშნავს ქვეყნის პარლამენტი პარლამენტის წევრებიდან იმ ფორმით, როგორც ის გადაწყვეტს, თუმცა თითოეული წევრის მთავრობას აქვს უფლება დამატებითი დანიშვნების გაკეთებისა იმ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არ მიმდინარეობს პარლამენტის სესიები და პარლამენტს არ დაუდგენია პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს განხორციელებული აღნიშნულ შემთხვევაში. თითოეული წარმომადგენელი უნდა იყოს იმ წევრის მოქალაქე, რომელსაც იგი წარმოადგენს და იმავდროულად არ უნდა იყოს მინისტრთა კომიტეტის წევრი.

ამგვარად დანიშნული წარმომადგნელების თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწყება მათი დანიშვნის შემდგომი პლენარული სესიის გახსნიდან; აღნიშნული ვადა ამოიწურება შემდგომი ან საბოლოო პლენარული სესიის გახსნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი პარლამენტების არჩევნები ჩატარდა, ასეთ შემთხვევებში წევრებს ეძლევათ ახალი დანიშვნების გაკეთების უფლება.

იმ შემთხვევაში, თუ წევრი ავსებს გარდაცვალების ან გადადგომის შედეგად წარმოქმნილ ვაკანსიას, ან პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ იწყებს ახალი დანიშვნების გაკეთების პროცედურად, ახალი წარმომადგენლების თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწყება ასამბლეის მორიგი სხდომიდან, რომელიც მოჰყვება მათ დანიშვნას.

b.
ასამბლეის სესიის დროს არცერთ წარმომადგენელს არ შეიძლება ჩამოერთვას თავისი მანდატი ასამბლეის თანხმობის გარეშე.

c.
ყოველ წარმომადგენელს შეიძლება ჰყავდეს თავისი შემცვლელი, რომელსაც მისი არყოფნის შემთხვევაში შეუძლია დაესწროს სხდომა, გამოვიდეს სიტყვით და მისცეს ხმა. ზემოთ მოცემული „a
“ პუნქტის დებულებები ვრცელდება შემცვლელის დანიშვნაზე