1. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს და განიხილოს უშიშროების საბჭოს ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშები. ეს ანგარიშები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღო უშიშროების საბჭომ ან რომლებთან დაკავშირებითაც მან მიიღო გადაწყვეტილება.
2. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს და განიხილოს ანგარიშები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებისგან.