2. გენერალურ ასამბლეას შეუძლია, განიხილოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის წინაშე წარდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის ან უშიშროების საბჭოს ან 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ არის ორგანიზაციის წევრი და, მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ნებისმიერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით გასცეს რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების, ან უშიშროების საბჭოს ან ორივეს მიმართ. ნებისმიერი ისეთი საკითხი, რომლის მიმართაც საჭიროა მოქმედების განხორციელება, მის განხილვამდე ან განხილვის შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ უნდა გადასცეს უშიშროების საბჭოს.

3. გენერალურ ასამბლეას შეუძლია უშიშროების საბჭოს ყურადღება მიაქცევინოს ისეთ სიტუაციებზე, რომლებმაც, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

4. გენერალური ასამბლეის წინამდებარე მუხლში გათვალისწინებულმა უფლებამოსილებებმა არ უნდა შეზღუდოს მე-10 მუხლის ზოგადი ფარგლებ