1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომლებიც კისრულობენ წინამდებარე ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, და, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შეუძლიათ და სურთ ამ ვალდებულებების შესრულება.

2. ნებისმიერი ასეთი სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად მიიღება გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.