1. როდესაც უშიშროების საბჭო ასრულებს მისთვის წინამდებარე ქარტიით დაკისრებულ ფუნქციებს რაიმე დავასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, გენერალურმა ასამბლეამ არ უნდა მიიღოს რაიმე რეკომენდაცია ამ დავასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ ამას არ მოითხოვს უშიშროების საბჭო.
2. გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს თანხმობით, გენერალურ ასამბლეას თითოეულ სესიაზე უნდა შეატყობინოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც განიხილება უშიშროების საბჭოს მიერ, და, ანალოგიურად, როგორც კი უშიშროების საბჭო შეწყვეტს ასეთი საკითხების განხილვას, დაუყოვნებლივ ატყობინებს გენერალურ ასამბლეას ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, თუ გენერალური ასამბლეის სხდომები არ მიმდინარეობს.