მუხლი 14🔗
მე-12 მუხლის დებულებათა დაცვით, გენერალურ ასამბლეას შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაცია მშვიდობიანი მოგვარების ზომების თაობაზე ნებისმიერ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი წარმოშობისა, რომელსაც ასამბლეა მიიჩნევს, რომ შეიძლება დააზიანოს საერთო კეთილდღეობა ან ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები ისეთი სიტუაციების ჩათვლით, რომლებიც წარმოიქმნება წინამდებარე ქარტიის იმ დებულებათა დარღვევის შედეგად, რომლებშიც განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნები და პრინციპებ