2. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. ეს საკითხები უნდა მოიცავდეს: რეკომენდაციებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების თაობაზე, უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების არჩევას, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრების არჩევას, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევას 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი წევრის მიღებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, წევრების გარიცხვას, სამეურვეო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საბიუჯეტო საკითხებს.

3. გადაწყვეტილებები სხვა საკითხებზე, მათ შორის, ორი მესამედის უმრავლესობით გადასაწყვეტი საკითხების დამატებითი კატეგორიების განსაზღვრის შესახებ, მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობი