1. უშიშროების საბჭო უნდა შედგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თხუთმეტი წევრისგან. ჩინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. გენერალურმა ასამბლეამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათი სხვა წევრი უნდა აირჩიოს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებად, რა დროსაც სათანადო ყურადღებას განსაკუთრებულად აქცევს, პირველ რიგში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ორგანიზაციის სხვა მიზნების მიღწევაში, ასევე – სამართლიან გეოგრაფიულ გადანაწილებას.

2. უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები უნდა აირჩნენ ორი წლის ვადით. არამუდმივი წევრების პირველი არჩევნებისას, უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის თერთმეტიდან თხუთმეტამდე გაზრდის შემდეგ, ოთხი დამატებითი წევრიდან ორი უნდა აირჩეს ერთი წლის ვადით. უშიშროების საბჭოდან გამომსვლელი წევრი არ შეიძლება, რომ დაუყოვნებლივ ხელახლა იქნეს არჩეული.

3. უშიშროების საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი.

ფუნქციები და უფლებამოსილებები