უშიშროების საბჭო იმგვარად უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ შეძლოს უწყვეტად ფუნქციონირება. ამ მიზნით, უშიშროების საბჭოს თითოეული წევრი პერიოდულად უნდა იყოს წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განთავსების ადგილზე.
უშიშროების საბჭომ უნდა ჩაატაროს შეხვედრები, რომლებზეც მის თითოეული წევრს შეუძლია, თავისი სურვილის მიხედვით, წარმოდგენილი იყოს მთავრობის წევრის ან სხვა რომელიმე სპეციალურად დანიშნული წარმომადგენლის მიერ.
უშიშროების საბჭოს შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს არა მარტო ორგანიზაციის განთავსების ადგილზე, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც, საბჭოს აზრით, უკეთ შეუწყობს ხელს მის საქმიანობას.