იs დავის მხარეებi, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, დავის მოგვარებას, პირველ რიგში, უნდა ეცადონ მოლაპარაკების, მოკვლევის, მედიაციის, შერიგების, არბიტრაჟის, სამართალწარმოების, რეგიონული სააგენტოებისადმი ან შეთანხმებებისადმი მიმართვის ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი საშუალებების გზით, საკუთარი არჩევნის მიხედვით.

უშიშროების საბჭომ, როდესაც ეს საჭიროდ მიაჩნია, უნდა მოუწოდოს მხარეებს, რომ თავიანთი დავა მოაგვარონ ასეთი საშუალებებით.