უშიშროების საბჭოს შეუძლია, 33-ე მუხლში მითითებული ბუნების მქონე დავის ან ასეთივე ბუნების მქონე სიტუაციის ნებისმიერ ეტაპზე, მიიღოს რეკომენდაცია მათი დარეგულირების შესაბამისი პროცედურების ან მეთოდების თაობაზე.

უშიშროების საბჭომ უნდა გაითვალისწინოს მხარეების მიერ დავის მოგვარების მიზნით უკვე მიღებული ნებისმიერი პროცედურა.

წინამდებარე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების მიღებისას, უშიშროების საბჭომ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სამართლებრივი დავები, როგორც ზოგადი წესი, მხარეების მიერ უნდა გადაეცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს წესდების დებულებების შესაბამისად.