იმ შემთხვევაში, თუ 33-ე მუხლში მითითებული ბუნების მქონე დავას მხარეები ვერ მოაგვარებენ ხსენებულ მუხლში მითითებული საშუალებებით, მათ ეს დავა უნდა გადასცენ უშიშროების საბჭოს.
თუ უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ დავის გაგრძელებამ, შესაძლოა, რეალურად საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მან უნდა გადაწყვიტოს, იმოქმედოს თუ არა 36-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიიღოს რეკომენდაცია დავის მოგვარების ისეთი პირობების შესახებ, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევს.