1. ბუნების ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
3. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
4. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.1