1. პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2013 წლის
11
დეკემბრის კანონი №1728
- ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2354
–
ვებგვერდი, 29.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020