1. გასაღების მიზნით შხამის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. შხამის წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, რამაც ასეთი ნივთიერების უკანონო ბრუნვა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017