1. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
ბ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
გ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
დ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების აღრიცხვის განყოფილება;
ე) ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება.
2. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I ოპერატიული განყოფილება;
ბ) II ოპერატიული განყოფილება;
გ) საგამოძიებო განყოფილება.
3. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I ოპერატიული განყოფილება;
ბ) II ოპერატიული განყოფილება;
გ) საგამოძიებო განყოფილება.
4. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ოპერატიული განყოფილება;
ბ) საგამოძიებო განყოფილებ