1. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის პროფილაქტიკის, გამოძიებისა და აღკვეთის ღონისძიებების აქტივიზაციის მიზნით, წინასწარი თხოვნის გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში მოკლე დროში, ერთმანეთს მიაწვდიან მონაცემებს;

ა) პირთა შესახებ, რომლებიც მხილებულნი ან ეჭვმიტანილნი არიან ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბურნვასთან კავშირში;

ბ) სატრნასპორტო საშუალებების, კონტეინერების ჩათვლით და საფოსტო გზავნილების შესახებ, რომელთა თაობაზე ცნობილია, რომ ისინი გამოიყენება ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნისათვის, აგრეთვე მათი კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ.

2. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები წინასწარი თხოვნის გარეშე ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის მიზნით გამოყენებული მეთოდების, აგრეთვე მათი კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ.

3. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, შეტყობინება და დოკუმენტები შესაძლოა გადაეცეთ სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა