ა) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ;
ბ) საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ;
დ) იარაღის, ასაფეთქებელი და რადიაქტიული ნივთიერებების, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის საფრთხის შემცველი სხვა ნივთიერებების უკანონო გადაადგილების შესახებ;
ე) მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური ფასეულობების მქონე ნივთების გადაადგილების შესახებ;
ვ) იმ საქონლის გადაადგილების შესახებ, რომლებზეც დაწესებულია საბაჟო გადასახდელების მაღალი განაკვეთები;
ზ) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო სამართალდარღვევა ან რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო სამართალდარღვევის მცდელობაში;
თ) ნებიმსიერ სხვა მონაცემებსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც დახმარებას გაუწევს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურებს რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. საბაჟო სამსახური, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ინტერესების სფეროში შემავალი ოპერატიულ-სამძებრო დ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას თხოვნით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენის მიზნით და იმოქმედებს, ისე როგორც იგი იმოქმედებდა საკუთარი ინტერესების შემთხვევაში.
ინფორმაც