ა) ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრთა ხელბარგისა და საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სრულყოფა;

ბ) საბაჟო გადასახდელებით სწორად დაბეგვრის უზრუნველყოფა, აგრეთვე საბაჟო შეღავათების გამოყენება;

გ) საბაჟო სამართალდარღვევების პროფილაქტიკა, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება;

დ) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან ექსპორტირებული და მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო გაფორმების პროცედურის გამარტივება.

2. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის ადრე დადებულ ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ შეთანმხებებზე, აგრეთვე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

თავი III

გამოცდილების გაზიარება და ადმინისტრაციული დახმარების გაწე