თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური განახორციელებს ზედამხედველობას და უზრუნველყოფს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეეხება:
ა) სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე;
გ) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა არ არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე;
დ) პირებს, რომლებმაც დარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილი არიან საბაჟო საკნონმდებლობის დარღვევაში თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდა