1. თხოვნის საფუძველზე, თხონვის მიმღები საბაჟო სამსახური, საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის აუცილებელ ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის გაყალბებასთან ან მის სწორად შევსებასთან დაკავშირებით.

2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახურები ცვლიან ინფორმაციას საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების შესახებ, კერძოდ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო მიზნებისათვის ტვირთის ღირებულების შეფასებას და მისი სატარიფო კლასიფიკაციის დადგენა