ა) “საბაჟო სამსახური” ნიშნავს:
საქართველოს მთავრობისათვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს;
ბ) “საბაჟო მოთხოვნა” ნიშნავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საბაჟო გადასახდელს, ასევე დამატებით გადასახდელებსა და მოსაკრებლებს, ვადაგადაცილებულ გადასახადებს, საურავებს და აღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა თანხებს, რომელთა გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ;
გ) “საბაჟო კანონმდებლობა” ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობით დაწესებულ ნორმათა ერთობლიობას, რომლითაც რეგულირდება საქონლის, მგზავრთა ხელბარგის და ტვირთის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის, ვალუტისა და სხვა ფასეულობების, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების, საბაჟო გადასახადებისა და სხვა საბაჟო გადასახდელების გადახდის, შეღავათების მინიჭების, აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესების, აგრეთვე ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო საზღვრებზე საქონლის გადაადგილებაზე კონტროლთან დაკავშირებული წესები;
დ) “საბაჟო სამართალდარღვევა” ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
ე) “ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემებს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე დოკუმენტეს, ანგარიშებს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ასლებს;
ვ) “თანამდებობის პირი” ნიშნავს საბაჟო სამსახურების მოხელეს;
ზ) “პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
თ) “პირადი მონაცემები” ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს;
ი) “თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელმაც წარადგინა თხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
კ) “თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელსაც მიმათავს დახმარების თხოვნით;
ლ) “ნარკოტიკები” ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც შეტანილია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის ნუსხაში, შემდგომი შესწორებებითა და დამატებებით;
მ) “ფსიქოტროპული ნივთიერებები” ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ გაეროს 1971 წლის ერთიანი კონვენციის ნუსხაში შემდგომი შესწორებებითა და დამატებებით;
ნ) “პრეკურსორები” ნიშნავს ქიმიურ მასალებს, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი წარმოებისათვის და რომლებიც შეტანილია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს 1988 წლის კონვენციის ნუსხაში;
ო) “კონტროლირებადი მიწოდება” ნიშნავს მეთოდს, რომლის შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დაიშვება ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების ან სხვა უკანონო ან საეჭვო ტვირთების შეტანა, გატანა ან ტრანზიტი, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ნებართვითა და კონტროლით იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც მონაწილეობენ ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში.
შეთანხმების მოქმედების ფარგლე