1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით და მათი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოთა კონტროლით, მიიღონ გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების თაობაზე.
2. თუ კონტროლირებადი მიწოდების განხორციელება არ შედის საბაჟო სამსახურის კომპეტენციაში, მაშინ ეს საბაჟო სამსახური თანამშრომლობის მიზნით მიმართავს სხვა სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია.
3. გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ მიიღება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში.
4. უკანონო ტვირთები, რომელთა მიმართ გამოიყენება კონტროლირებადი მიწოდება, შესაძლოა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა ურთიერთთანხმობით შეჩერებულ იქნეს. ამ ორგანოებს შეუძლიათ გასცენ ნებართვა ამგვარი ტვირთების გადაადგილების თაობაზე ხელუხლებლად, მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლილი სახი