1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა ექსპორტირებული თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან;

ბ) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა იმპორტირებული თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე; ასევე იმ საბაჟო პროცედურების შესახებ, რომლებიც ვრცელდება საქონელზე.

2. გადაცემულ ინფორმაციაში უნდა მიეთითოს საბაჟო რეჟიმის სახე და შედეგი, რომლის შესაბამისად მოხდა საქონლის გაფორმება. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც ხდება მეორე ხელშემკვრელი მხარის საელმწიფო ტერიტორიიდან რეექსპორტი.

3. საბაჟო სამსახურები, თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს აცნობებენ, რომ მათი თანამდებობის პირების მიერ გადაცემული შეტყობინება, ინფორმაცია ან სხვა დოკუმენტები არის ნამდვილი და შეიცავენ ყველა აუცილებელ მონაცემებ