1. თხოვნის საფუძველზე, დოკუმენტის დედნების გადაცემა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად დამოწმებული ასლები არასაკმარისია თხოვნის შესასრულებლად.
2. დოკუმენტების დედნები თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს შესაძლებლობის ფარგლებში მოკლე ვადაში.
3. ამ მუხლის დებულებების გამოყენების დროს არ უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ან ამ შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს უფლებების ან კანონერი ინტერესების შელახვა.
4. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს მისი განმარტების ან გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაცია.
დახმარების სპეციალური სახეე