1. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემვკრელი მხარის საბაჟო სამსახური განსახილველ საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი თხოვნით მიმართავს მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, ამ უკანასკნელს შეუძლია თავისი თანამდებობის პირებს მიანიჭოს ექსპერტის ან მოწმის სახით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესებზე გამოსვლის უფლებამოსილება.

2. ეს თანამდებობის პირები იძლევიან ჩვენებას ან წარმოადგენენ დასკვნას საბაჟო სამართალდაღვევებზე მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დადგენილი ფაქტების მიხედვით.

3. სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენილ თხოვნაში უნდა აღინიშნოს რომელ საქმეში და რა სტატუსით უნდა მიიღოს მონაწილეობა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირმა.

4. საბაჟო სამსახურების თანამდებობის პირთა გამოსვლა ექსპერტის ან მოწმის სახით უნდა მოხდეს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესაბამსიად, რომელთა მონაწილეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოები.

5. თხოვნის მიმღემა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა თანამდებობის პირთა პირადი უსაფრთხოებისა და მათი ჩვენებების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მათი ყოფნის განმავლობაში.

თავი VI

თხოვნის გადაცემა და შესრულე