1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა დახმარების შესახებ გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით რუსულ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ გარემოებებში, თხოვნა შესაძლებელია გადაიცეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება;

ბ) ამ შეთანხმებაზე მითითება;

გ) საკითხის არსის მოკლე შინაარსი და მისი სამართლებრივი კომპონენტების მიმოხილვა, დახმარების ფორმა;

დ) დანართი (დოკუმენტების ასლები, რომლებიც მითითებულია თხოვნის ტექსტში, აგრეთვე კონტრაქტების, ანგარიშების (ანგარიშ-ფაქტურების), საბაჟო დეკლარაციების, სატრნასპორტო და სხვა დოკუმენტების ასლები);

ე) კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებას ითვალისწინებს თხოვნა;

ვ) საბაჟო რეჟიმის სახე;

ზ) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ თხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა;

თ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესასრულებლად.

3. მიმოწერა და თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა წარმოებს რუსულ ენაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური თხოვნის შესრულებას ითხოვს გარკვეული პროცედურის შესაბამისად, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ასეთ თხოვნას შეასრულებს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზ