1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ან საგამოძიებო მასალა საბაჟო სამსახურების მიერ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო სამსახური სპეციალურად დაადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის ან სხვა ორგანოების მიერ.
2. ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ან საგამოძიებო მასალა მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს იმავე დონის დაცვით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებულ