2. ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, საბაჟო სამსახურები (საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კოორდინაციით), ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ შორის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ნორმატიულ აქტებს.

3. ამ შეთანხმების შესრულების მიზნით შესაძლებელია ცალკეული უწყებათაშორისო შეთანხმებების გაფორმება საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.

4. თხოვნის გაგზავნისა და ინფორმაციის გაცვლის პროცესის ორგანიზაციის მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები ცვლიან ინფორმაციას ამ შეთანხმების დებულებების განხორციელებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ამ თანამდებობის პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართი.

5. ხელშემკვრელ მხრეთა ურთიერთშეთანმხმებით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით. ეს ოქმები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ შეთანხმების 27-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავი XI

ტერიტორიული მოქმედების ფარგლე