1. შეთანხმების შესრულების დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის მიერ.
2. თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური აანაზღაურებს ექსპერტების, მოწმეებისა და თარჯიმნების ხარჯებს, რომლებიც არ მუშაობენ თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურში.
3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ხარჯებს ან გააჩნია განსაკუთრებული ხასიათი, მხარეების საბაჟო სამსახურები გამართავენ კონსულტაციებს ამგვარი თხოვნის შესრულებისა და ხარჯების ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით.
შეთანხმების შესრულება