1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს მისი მოქმედება დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის კალენდარული წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით.

2. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს იმ პროგრამებისა და თხოვნების შესრულებაზე, რომლებიც შეთანხმებული იყო მისი მოქმედების პერიოდში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს
, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ქართულ და სომხურ ტექსტებს შორის განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს                                                         სომხეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                            მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                             (ხელმოწერილია)

დანართი

პირადი მონაცემების დაცვა

1. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ მითითებული მიზნით და იმ საბაჟო სამსახურის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, რომელიც გადასცემს ასეთი სახის ინფორმაციას.

2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახური, რომელიც იღებს პირად მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.

3. პირადი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. პირადი მონაცემების გადაცემა ნებისმიერი სხვა ორგანოსათვის დასაშვებია მხოლოდ მონაცემების გადამცმი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის წინასწარი თანხობის შემდეგ.

4. პირადი მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი. დაცული უნდა იქნეს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახლმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პირადი მონაცემები უზუსტოა ან მისი გაცვლა არ არის შესაძლებელი, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. ის საბაჟო სამსახური, რომელიც მიიღებს ასეთ მონაცემებს, შესწორებებს შეიტანს მათში ან გააუქმებს მათ.

5. თხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ პირზე უნდა გაიცეს ინფორმაცია მის შესახებ არსებული პირადი მონაცემებისა და მათი შესაძლო გამოყენების შესახებ. პირისათვის ამგვარი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება ინფორმაციის გადაცემას, აღემატება ინფორმაციის მიმღები კონკრეტული პირის დაინტერესებას. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლება რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, სადაც წარდგენილი იქნა ინფორმაციის გადაცემის თხოვნა. პირადი მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირის ეძლევა განმარტება.

6. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები აღმოჩნდება არაზუსტი, მოძველებული ან გადაჭარბებული, იგი შესწორედება ან გაუქმდება. სხვა ორგანოებისათვის მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, მათ ეცნობებათ ამგვარი შესწორების ან გაუქმების შესახებ.

7. თუ ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებით ჩატარებული გამოძიების შედეგად ფიზიკურ პირს მიადგება ზიანი, ის საბაჟო სამსახური, რომელმაც გამოიყენა ეს მონაცემები, პაუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდელობის შესაბამისად. საბაჟო სამსახურს არ შეუძლია პასუხისმგებლობის მოხსნა იმ მოტივით, რომ ზიანი გამოწვეული იქნა სხვა საბაჟო სამსახურის ქმედების შედეგად, რომელმაც გადასცა პირადი მონაცემები.

8. ამ შეთანხმების ფაგლებში გაცვლილი პირადი მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის შესრულების მიზნისათვის.

9. საბაჟო სამსახურები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების გადაცემის ან მიღების რეგისტრაციას.

10. საბაჟო სამსახურები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოებიც, მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგა