1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი კომპეტენტური ორგანო ნებართვას იძლევა სხვა ორგანოების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.

2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს სულ მცირე იგივე დონის დაცვითა და კონფიდენციალურობით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებულ