1. ამ შეთანხმების საფუძველზე პირადი მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან კანონმდებლობას პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.
3. პირადი მონაცემების დაცვის საბაზო პრინციპები მოცემულია №1 დანართში, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
გამონაკლისე