1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე უნდა გადაეცეს უშუალოდ მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას.
2. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ერთოდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ შემთხვევებში, თხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით ან, ორივე საბაჟო ადმინისტრაციების თანხმობის შემთხვევაში, უნდა მიეწოდოს ელექტრონული საშუალებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის სახელწოდება;
b) თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის სახელწოდება;
c) ამ შეთანხმებაზე მითითება;
d) საკითხის შინაარსი, დახმარების ფორმა და თხოვნის მიზეზი;
e) განსახილველი საქმის და მისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების მოკლე მიმოხილვა;
f) თუ ცნობილია იმ პირთა სახელი/გვარი და მისამართი, რომლებსაც უკავშირდება თხოვნა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდოლოგიის გამოყენებას, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია შეასრულებს ასეთ თხოვნას თავისი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების გათვალისწინებით.
5. ამ შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ სპეციალურად ამ მიზნებისათვის დანიშნულ უფლებამოსილ პირებს შორის. ამ უფლებამოსილ პირთა სია გადაეცემა მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისა