1. თითოეულ მხარეს შეუძლია მეორე მხარის უფლებამოსილ პირებს მისცეს ნებართვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ მის ტერიტორიაზე თავიანთი ვინაობის დამალვით, რათა დადგინდეს ან დაზუსტდეს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტები, თუ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ამის გარკვევა. აღნიშნულ უფლებამოსილ პირებს ეძლევათ უფლება, საგამოძიებო საქმიანობის პროცესში შეაგროვონ ინფორმაცია და დაუკავშირდნენ გამოძიებასდაქვემდებარებულ ან მათთან დაკავშირებულ სხვა პირებს.
2. საგამოძიებო მოქმედებები უნდა გატარდეს იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებებ