1. თითოეული მხარის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ ტერიტორიაზე იმ პირის დევნას, რომელმაც ჩაიდინა საბაჟო სამართალდარღვევა ან მონაწილეობა მიიღო ასეთ დარღვევაში, შეუძლიათ დევნა განაგრძონ მეორე მხარის ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები მხარისათვის წინასწარი მოთხოვნის გაგზავნის, ნებართვის მიღებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით.
2. დევნის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მოთხოვნის საფუძველზე, მხარის კომპეტენტური უწყებები, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება დევნა, პასუხისმგებელნი არიან დაადგინონ ძებნილი პირის ვინაობა.
3. თუ დევნა ხორციელდება საზღვაო წყლებში და იგი გრძელდება ღია ზღვაში, დევნა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად, როგორც ეს ასახულია გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციაშ