1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ხვდება ამ შეთანხმების მოქმედების სფეროში.
2. ასეთი შეტყობინებების გაგზავნა უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების პროცედურების გათვალისწინები