1. ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხარეები, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ ურთიერთდახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ამ შეთანხმების თანახმად, ურთიერთდახმარება უნდა იქნეს გაწეული თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში.

3. ეს შეთანხმება მოიცავს მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს თხოვნის მიმღები მხარის სხვა უწყების მიერ, თხოვნის მიმღებმა ადმინისტრაციამ უნდა მიუთითოს ამგვარ უწყებებზე და, თუ ცნობილია, შესაბამისი მოქმედი შეთანხმების ან ურთიერთშეთანხმების შესახებ.

4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს რომელიმე პირს უფლებას, შეზღუდოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულებ