1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია განახორციელებს ზედამხედველობას და თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:

a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ საქონელს, რომელიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;

b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;

c) შენობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;

d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო სამართალდარღვევაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან.

2. თითოეულ საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია ასეთი ზედამხედველობა განახორციელოს საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ქმედებები წარმოადგენენ საბაჟო სამართალდარღვევას მეორე მხარის ტერიტორიაზ