1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია, 24-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენებისა და საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას, თუ თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას წარმოეშვა ეჭვი დეკლარაციის ნამდვილობასთან ან სისწორესთან დაკავშირებით.
2. თხოვნა უნდა შეიცავდეს იმ შემოწმების პროცედურების ჩამონათვალს, რომელიც თხოვნის წარმდგენმა ადმინისტრაციამ განახორციელა ან შეეცადა განეხორციელებინა, და კონკრეტულ მოთხოვნილ ინფორმაცია