ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

a) „საბაჟო ადმინისტრაცია“ ნიშნავს:

-  საქართველოსთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
„შემოსავლების სამსახურს” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;

- არგენტინის რესპუბლიკისთვის: საჯარო შემოსავლების ფედერალურ ადმინისტრაციას;

b) „საბაჟო მოთხოვნა“ ნიშნავს საბაჟო გადასახდელის ნებისმიერ ოდენობას, რომლის აკრეფა ვერ ხორციელდება ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე;

c) „საბაჟო გადასახდელი" ნიშნავს მხარეების ტერიტორიებზე საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის საბაჟო ტარიფს, გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა და საფასურებისა;

d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს ნებისმიერ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ აქტს, რომელსაც თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია იყენებს ან აღასრულებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან ბრძოლას;

e) „საბაჟო სამართალდარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას;

f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს, მიუხედავად იმისა, დამუშავებულია თუ გაანალიზებული იგი, და დოკუმენტებს, ანგარიშებსა და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის, მათ ელექტრონულ ვერსიებს, დამოწმებულ ან ავთენტურ ასლებს;

g) „საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვი“ ნიშნავს წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გატარებულ ყველა პროცესს, რომელიც დაკავშირებულია საზღვრებს შორის საქონლის გადაადგილებასთან;

h) „უფლებამოსილი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ საბაჟო ოფიცერს ან საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაზე უფლებამოსილ სხვა სახელმწიფო მოხელეს;

i) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ შინაარსი სხვაგვარად არ მოითხოვს;

j) „პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებულია ან ექვემდებარება იდენტიფიცირებას;

k) „თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია“ ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას, რომლისგანაც ითხოვენ დახმარებას;

l) „თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია“ ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას, რომელიც ითხოვს დახმარებას;

m) „თხოვნის წარმდგენი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომლის საბაჟო ადმინისტრაცია ითხოვს დახმარებას;

n) „თხოვნის მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომლის საბაჟო ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზ