საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით და მათი კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიიდან გატანაზე, ტრანზიტით გადატანაზე ან ტერიტორიაზე შეტანაზე, თუკი ეს ემსახურება საბაჟო სამართალდარღვევების გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციაში, მაშინ ეს ადმინისტრაცია თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებებს ან საქმეს გადასცემს ასეთ უწყებებ