1. მხარეები, მიღებული თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებას, საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს შემდეგ მონაცემებს:

a) მათ საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებს;

b) სამართალაღსრულების ახალ საშუალებებს, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია;

c) საბაჟო სამართალდარღვევების ახალ ტენდენციებს, საშუალებებს ან მეთოდებს;

d) იმ საქონელს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევების ობიექტს, ასევე, ასეთი საქონლის ტრანსპორტირებასა და დასაწყობების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს;

e) იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ან არსებობს ეჭვი, რომ ჩაიდინეს საბაჟო სამართალდარღვევა;

f) ნებისმიერ სხვა მონაცემსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საბაჟო ადმინისტრაციებს დაეხმარებათ რისკების შეფასებაში კონტროლისა და ხელშეწყობის მიზნებისთვის.

2. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

a) თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა გატანილი თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან;

b) თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა შემოტანილი თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, ასევე, ნებისმიერი საბაჟო პროცედურის შესახებ, რომელიც განხორციელდა საქონლის მიმარ