სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართაც იწყება დისციპლინური დევნა და სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის წარდგინების საფუძველზე ან მინისტრის ბრძანებით აყვანილ იქნებიან კადრების განკარგულებაში ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა-ჩაბარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ · რედაქცია 02.04.2024
მუხლი 32
თავი IV — სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება და შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2024. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/12/2013.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“, მუხლი 32, №1013, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2143164/muxli-32/