1. მინისტრის სამართლებრივი აქტით სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა) კანონმდებლობით უფლებამოსილ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები), ასევე სამინისტროს მოსამსახურეებს ჯილდოდ გადაეცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის (საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა) გაცემას უზრუნველყოფს  შეიარაღების სამმართველო დადგენილი წესით, ხოლო სამინისტროს სსიპ – შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტო – შესაბამისი ნებართვის გაცემას.
თავი VI
მოსახლეობიდან ამოღებული, ნაპოვნი, ნებაყოფლობით

ჩაბარებული და ნივთმტკიცებად ცნობილი იარაღები