მუხლი 38🔗
შეხედულებისამებრ ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის დასაწყობების შემდეგ, უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიარაღების სამმართველოს მიერ დგინდება იარაღის საბრძოლო ვარგისიანობა. დადებით შემთხვევაში, დგება საკითხი კანონმდებლობით დადგენილი წესით „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N771 ბრძანების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონკრეტული იარაღის სამსახურებრივ-საშტატო კუთვნილების შესავსებად სამინისტროს ბალანსზე აყვანისა და შესაბამისი აღრიცხვის შესახებ. იარაღზე ნომრის არქონის შემთხვევაში შეიარაღების სამმართველო უზრუნველყოფს ახალი სააღრიცხვო ნომრის მინიჭებას დადგენილი წესით (დანართი N8)