მუხლი 37🔗
სამინისტროს დანაყოფების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ჩაბარებისას წარმოდგენილი დოკუმენტების 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისობის დადგენისა და კომპიუტერულ პროგრამაში აღრიცხვა – რეგისტრაციის შემდეგ, შეიარაღების სამმართველოს საწყობის პასუხისმგებელი პირი სამსახურებრივი ბარათის, მიმართვის საფუძველზე ახორციელებს აღრიცხვას, საწყობში არსებული ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ჟურნალში (დანართი N2), რის შემდგომაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად (დანართი N16), რომლის დედანი დაერთვის შემოსულ დოკუმენტაციას, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ჩამბარებელ