მუხლი 40🔗
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, საქმისწარმოების დამთავრებამდე აღირიცხება ნივთმტკიცების აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში და საწყობში ჩაბარებული ნივთმტკიცებების ბრუნვის ჟურნალში (დანართი N20). აღნიშნული კატეგორიის ქონების ჩაბარების დროს წარმოდგენილი დოკუმენტების 39-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისობის დადგენის და კომპიუტერულ პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, შეიარაღების სამმართველოს საწყობის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს ელექტრონული მომართვის საფუძველზე ახორციელებს ნივთმტკიცების რეგისტრაციას, საწყობში არსებულ ნივთმტკიცებების ბრუნვის ჟურნალში (დანართი N17), რის შემდეგაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი N16) ორ ეგზემპლარად, რომლის დედანი დაერთვის შემოსულ დოკუმენტაციას, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ჩამბარებელს. ნივთმტკიცებას ეკვრება სათანადო იარლიყი (დანართი N14